აქცია „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ

ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ. ადგილობრივების ნაწილი კომპანია „ენკას“ რიონის ხეობის დატოვებას და ჰესის მშენებლობის შეწყვეტას სთხოვს. იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდება, ისინი პერმანენტული აქციებით იმუქრებიან. აქციის მონაწილეების მოთხოვნების შესახებ ირმა ჭოლაძე ისაუბრებს.

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის მიმდინარეობისას შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ორი ავტომობილი შეაჩერეს. ამის შესახებ განცხადება პოლიციამ ცოტა ხნის წინ გაავრცელა. ერთ-ერთი ავტომობილიდან ამოღებულია ვინჩესტერის მოდელის რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი და სნაიპერული შაშხანა, ხოლო მეორე ავტომობილიდან ბეისბოლის ჯოხი და ბლაგვი საგანი, ე.წ. „დუბინკა“. პოლიციამ ჩამორთმევის შემდეგ მფლობელებს განუმარტა, რომ აღნიშნული ნივთები აქციის დასრულების შემდეგ დაუბრუნდებოდათ. შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის მონაწილეებს მოუწოდებს დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს.

მოამბე

დატოვე კომენტარი