ზუგდიდის ორი სოფლის მოსახლეობას ნაგავსაყრელის პრობლემა აწუხებს.
დიდი ნეძისა და ცაცხვის მოსახლეობა გარემოსთვის მიყენებულ ზარალზე საუბრობს. ნაგავსაყრელთან პირუტყვის საძოვრებია. როგორც ირკვევა, საკითხი უკვე წლებია მოუგვარებელია. ოთხი წლის წინანდელი გეგმა, რომელიც მითითებულ ადგილზე მყარი ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის აშენებას გულისხმობდა, ამ დრომდე ქაღალდზე რჩება. წლიდან წლამდე ადგილობრივებისთვის ნაგავსაყრელთან ახლოს ცხოვრება სულ უფრო გაუსაძლისი ხდება.