ნაფეხურები წყალზე – ასე ჰქვია დათო მაღრაძის კრებულს, რომლის ინგლისური თარგმანის პრეზენტაცია ნიუ იორკში გაიმართა. ღონისძიებას, ამერიკაში მყოფი საქართველოს პრემიერი, ასევე საქართველოს ელჩი და მწერლობით დაინტერესებული საზოგადოება დაესწრო. კრებულში ავტორის სხვადასხვა დროს დაწერილი ლექსები და ორი პოემა მოხვდა.