ნაძალადევის რაიონში არსებული სპორტული მოედნების რეაბილიტაცია დასრულებულია. საუბარია 16 სივრცეზე. ერთ-ერთი პროექტი თბილისის ზღვაზე დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში განხორციელდა, სადაც ფეხბურთისა და კალათბურთის კომბინირებული სტადიონი და საბავშვო გასართობი მოედანი მოეწყო.
ე.წ. ტურბაზას ტერიტორიაზე შესრულებულ სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე გაეცნო.
პროექტის ფარგლებში, სპორტული მოედნის გარშემო მოეწყო ლითონის იზოლირებული ბადე, დაიგო ხელოვნური მწვანე საფარი, დამონტაჟდა ფეხბურთის კარები და კალათბურთის ფარები.
სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 75 414 ლარი გამოიყო.