ჩატარდება თუ არა „ნაციონალურ მოძრაობაში“ პარტიის თავმჯდომარის ახალი არჩევნები და დატოვებს თუ არა პოსტს ნიკა მელია? აღნიშნული მოთხოვნა დღეს პარტიის წევრმა ირაკლი ნადირაძემ რეგიონულ ლიდერებთან ერთად გააჟღერა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს უნდა ჰქონდეს ასობით ათასი ამომრჩევლის ლეგიტიმაცია, რათა ახალი გეგმით იბრძოლონ ქვეყნის თავისუფლებისთვის.
რას ფიქრობენ საკითხთან დაკავშირებით „ნაციონალურ მოძრაობაში“, ნოდარ ჩაჩუა გვეტყვის.