„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მეხუთე დღეა, შიმშილობენ. პარტიის ოფისთან რამდენიმე კარავია გაშლილი. პარტიის წევრების განცხადებით, პროტესტში 200-მდე ადამიანია ჩართული. „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ საპროტესტო აქცია კოვიდრეგულაციების დაცვით ტარდება. პარტიის ოფისის წინ მეორე დღეა, სასწრაფო დახმარების მანქანა მორიგეობს.