„ნაციონალური მოძრაობის“ საპროტესტო აქცია და გეგმები

მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებას ოპოზიციონერი ლიდერები და მისი მხარდამჭერები რუსთაველის გამზირზე ელოდებოდნენ.

„ნაციონალური მოძრაობის“, „ლელოს“ და „დროას“ მხარდამჭერები დღის სამ საათზე რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და მსვლელობით პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლეს. ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, ისინი არ დაიშლებიან, ვიდრე არ დაინახავენ, რომ მიხეილ სააკაშვილი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ხელისუფლების ოპონენტები თავის მხრივ დებენ პირობას, რომ კლინიკაში, სადაც მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტს გადაიყვანენ, აქციები არ გაიმართება.