პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე აცხადებს, რომ 2024 წლის არჩევნებზე საზოგადოებამ განაჩენი უნდა გამოუტანოს „ნაციონალურ მოძრაობას“. ირაკლი კობახიძის ამ განცხადებას დღეს „გამარჯვების პლატფორმაში“ გამოეხმაურნენ. „ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერები საპირისპირო პოზიციას აფიქსირებენ და საპარლამენტო არჩევნებზე გამარჯვებაში დარწმუნებული არიან. „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი მენეჯმენტის სტრატეგიას აკრიტიკებს პარტიის ყოფილი ლიდერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე, მისი თქმით, ახალი სტრატეგია ყალბია.