აქციები, ბოიკოტი და საერთაშორისო ზეწოლა „ქართულ ოცნებაზე“ – ასეთია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გეგმა. პარტია საგანგებო რეჟიმზეა გადასული. უკვე მეხუთე დღეა, იმართება აქციები. დღეს გამოსვლები ქობულეთში, მარტვილში, სამტრედიაში, საგარეჯოსა და ხაშურში იგეგმება. მთავარი მოთხოვნა ექსპრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანაა. პარალელურად, ოპოზიციური პარტია ისევ ბოიკოტის რეჟიმშია და საპარლამენტო საქმიანობაში არ ერთვება.