„ნაციონალური მოძრაობა“ მაჟორიტარული სიის წარდგენას ათ დღეში გეგმავს. პარტია სიაზე უკვე მუშაობს. რამდენიმე კანდიდატის ვინაობა უკვე ცნობილია. პარტია ქუთაისში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად გრიგოლ ვაშაძის წარდგენას აპირებს, რუსთავში – დავით კირკიტაძის, თელავში გიორგი ბოტკოველის, საგარეჯოში ლევან ბეჟაშვილის, სამტრედიაში კი დევი ჭანკოტაძის.