„ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარული სია

„ნაციონალური მოძრაობა“ მაჟორიტარული სიის წარდგენას ათ დღეში გეგმავს. პარტია სიაზე უკვე მუშაობს. რამდენიმე კანდიდატის ვინაობა უკვე ცნობილია. პარტია ქუთაისში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად გრიგოლ ვაშაძის წარდგენას აპირებს, რუსთავში – დავით კირკიტაძის, თელავში გიორგი ბოტკოველის, საგარეჯოში ლევან ბეჟაშვილის, სამტრედიაში კი დევი ჭანკოტაძის.