რა მიზნით ჩავიდა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველი რგოლი დავით კეზერაშვილთან – თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი თანხების გაფლანგვაში მსჯავრდებულთან შეხვედრის შინაარსზე მეორე დღეა არაერთი ვერსია ვრცელდება. ორ ბანაკად გაყოფილ „ნაციონალურ მოძრაობაში“ კეზერაშვილთან კონსულტაციებს, პირდაპირ იმ გეგმის შემუშავებას უკავშირებენ, რომელმაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება უნდა შეცვალოს. ნიკა მელია კი, დარწმუნებულია, რომ არაფორმალურ მმართველთან შეხვედრა გარდა იმისა, რომ შედეგს ვერ მოიტანს, წამგებიანი თავად ხაბეიშვილისთვის იქნება და არ არის გამორიცხული პარტიაში მორიგი განხეთქილებაც გამოიწვიოს. „ბიბისის“ სკანდალური გამოძიების მთავარ ფიგურანტთან აუდიენციას უარყოფითად აფასებს დანარჩენი ოპოზიციაც.
მოიტანს თუ არა რაიმე შედეგს კეზერაშვილი-ხაბეიშვილის კონსულტაციები უახლოეს მომავალში გამოჩნდება, მანამდე კი მმართველ გუნდში კიდევ ერთხელ აცხადებენ, რომ ლევან ხაბეიშვილი პარტიაში მხოლოდ სხვების მითითებების შემსრულებელია.