ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის დაბლოკვის მცდელობად განიხილება ის განცხადებაც, რომელიც „ევროპის სახალხო პარტიას“ ეკუთვნის.
ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიულ მომენტში ევროპარლამენტის ერთ-ერთი მსხვილი პოლიტიკური ჯგუფი პარტნიორი „ნაციონალური მოძრაობის“ შეთავაზებით საკმაოდ მწვავე და კრიტიკული გზავნილების შემცველ წერილს აქვეყნებს. ავტორები საუბრობენ საქართველოში არაფორმალურ მმართველობაზე და დემოკრატიული უკუსვლის ტენდენციაზე, რის მაგალითებად მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას პატიმრობა სახელდება. „ევროპის სახალხო პარტია“ ხელისუფლებას ექს-პრეზიდენტის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში და ცილისმწამებლურ პროპაგანდაში ადანაშაულებს და მოუწოდებს, უცხოეთში მის სამკურნალოდ გადაყვანის ნებართვა გასცეს. მაშინ როდესაც საქართველო თვის ბოლოს ბრიუსელიდან ისტორიულ გადაწყვეტილებას ელოდება, „ნაციონალური მოძრაობის“ შეთავაზებით მომზადებულ განცხადებაში „ევროპის სახალხო პარტია“ ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებს ეჭვქვეშ აყენებს. ტექსტში მოყვანილი ანალოგიური მწვავე გზავნილები გააჟღერა პარტნიორი პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიამაც, რომელიც დღეს როტერდამში, „ევროპის სახალხო პარტიის“ კონგრესზე სიტყვით გამოვიდა.