თელავის ადგილობრივ ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს გიორგი ბოტკოველი.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა აქტივისტებთან ერთად დღეს ქალაქის რეაბილიტაციის პროექტის ფოტოები წარადგინა და განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მასშტაბური პროექტის მეორე ეტაპი აღარ განახორციელა.
გიორგი ბოტკოველის ბრალდებას თელავის მუნიციპალიტეტის მერმა უპასუხა.