„ნაციონალურ მოძრაობაში“ რუსეთიდან ფრენების აღდგენის საკითხზე არსებულ შეკითხვებზე პრემიერისგან პასუხებს ითხოვენ. პარტიის წევრების თქმით, თავად ვლადიმერ პუტინმა ამხილა „ქართული ოცნება“ ფარულ მოლაპარაკებებში. მათივე განცხადებით, პრემიერ-მინისტრის ყოველწლიურ ანგარიშში სწორედ ამ თემაზეც უნდა იყოს ყურადღება გამახვილებული.