„ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნებსა და პროტესტთან დაკავშირებით, განცხადება გაკეთდა მმართველ გუნდში. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ყოფილი სახელისუფლებო პარტია დაშლის პირას არის, რასაც მიმდინარე პროცესიც ადასტურებს. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარდამჭერების მობილიზების რესურსი აღარ აქვს.