„ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთი ინიციატივა, რომელსაც თავისი დათქმა აქვს.
წინადადება ამჯერად იმ საკრებულოებს ეხება, სადაც „ქართულ ოცნებას“ უმრავლესობა აღარ გააჩნია. „ნაციონალური მოძრაობა“ გახარიას პარტიის წარმომადგენლებს საკრებულოების თავმჯდომარის პოსტებზე მხარს დაუჭერს, თუმცა ერთი პირობით – ასეთ შემთხვევაში ყველა საკვანძო პოზიცია ოპოზიციას უნდა ჰქონდეს, რაც თავის მხრივ ხმებს მოითხოვს გახარიას გუნდიდანაც. თუმცა, შეთავაზებას კონკრეტული შედეგი არ მოჰყოლია, რაც კარგად გამოჩნდა ჩხოროწყუს საკრებულოს მაგალითით. იქ საკრებულოს თავმჯდომარე უკვე მეორედ ვერ აირჩიეს. როგორც ირკვევა, ნიკა მელიას მიერ გაჟღერებულ ინიციატივაზე პარტიის შიგნითაც, სავარაუდოდ, ერთიანი პოზიცია არ აქვთ. ახლა საინტერესოა, მელიას წინადადების შემდეგ როგორ განვითარდება მოვლენები ხვალ სამეგრელოს კიდევ სამ საკრებულოში.