მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, აქციას მართავს „ნაციონალური მოძრაობა“. პარტიის წევრები და მხარდამჭერები ჯანდაცვის სამინისტროსთან იმყოფებიან. ისინი დიდუბის მეტროდან მივიდნენ მსვლელობით. მოთხოვნები უცვლელია – მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა და ვადამდელი არჩევნების ჩანიშვნა.