„ნაციონალური მოძრაობა“ საპროტესტო აქციას მართავს

15:05, 12.11.2021

მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, აქციას მართავს „ნაციონალური მოძრაობა“. პარტიის წევრები და მხარდამჭერები ჯანდაცვის სამინისტროსთან იმყოფებიან. ისინი დიდუბის მეტროდან მივიდნენ მსვლელობით. მოთხოვნები უცვლელია –  მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა და ვადამდელი არჩევნების ჩანიშვნა.

 

 

მსგავსი