„ნაციონალური მოძრაობა“ ხულოს მაჟორიტარ დეპუტატს „ქართული ოცნებიდან“ ანზორ ბოლქვაძეს ძალადობაში ადანაშაულებს და საქმის გამოძიებას ითხოვს.
ოპოზიციური პარტიის აქტივისტმა ხათუნა ბერიძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ მოითხოვს მისგან დეპუტატი დატოვოს სასტუმრო „ხულო“, რომელშიც ბერიძე იყო დაბინავებული. დეპუტატი ეუბნება, რომ სასტუმრო მისი საკუთრებაა და ქალბატონისგან მოითხოვს დატოვოს ტერიტორია, თანხას კი უკან დაუბრუნებს. დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე კი ამტკიცებს, რომ სასტუმროში ხათუნა ბერიძე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პროვოკაციის მიზნით შეგზავნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სასტუმროში „ხულო“ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სს კოდექსის 150-ე იძულების მუხლით დაიწყო.