„ნაციონალური მოძრაობა“ რიგგარეშე არჩევნების აუცილებლობაზე საუბრობს და ქუჩის ფართომასშტაბიან აქციებს აანონსებს. პარტიაში აცხადებენ, რომ შექმნილ პოლიტიკურ კრიზისში მთავარი გამოსავალი სწორედ ვადამდელი არჩევნები და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ცვლილებაა. გეგმამ ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. თუ ნაწილი ქუჩის აქციების მომხრეა, მეორე ნაწილი აცხადებს, რომ ახლა როცა ქვეყანას რეალური შანსი აქვს, გახდეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა, შიდა დაძაბულობა ამ პროცესს ხელს შეუშლის.
„ნაციონალური მოძრაობის“ გეგმას რადიკალიზაციის მცდელობად აფასებენ მმართველ გუნდში, სადაც აცხადებენ, რომ არჩევნები საქართველოში 2024 წლამდე არ ჩატარდება.