„ნაციონალური მოძრაობა“ ხულოში ზეწოლაზე და სპეცრაზმის მობილიზებაზე საუბრობს. მათ მტკიცებულებად ფოტოები წარმოადგინეს, რომელზეც პოლიციის პიკაპი და „ვილისია“ გადაღებული.
მმართველ გუნდში ბრალდებებს აბსურდულს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ხულოში იმდენად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს არჩევნები, რომ არათუ სპეცრაზმის, არამედ სამართალდამცველების დამატებითი მობილიზებაც კი არ არის საჭირო.