„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და ახალგაზრდული მოძრაობა „ნუ მომკლავ” იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვენ.
მათ დღეს თეა წულუკიანის სახელზე წერილი იუსტიციის სამინისტროს კანცელარიაში შეიტანეს.
აქციის მონაწილეები თეა წულუკიანს სისხლის სამართლის კოდექსით 375-ე და 376-ე მუხლების დარღვევაში ადანაშაულებენ, რაც დანაშაულის დაფარვას გულისხმობს. მათი თქმით, საუბარია ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე. ისინი ამბობენ, რომ მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევვაში, პერმანენტული აქციები გაგრძელდება.