„ნაციონალური მოძრაობა“ დღეს პარლამენტის შენობასთან მორიგი საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს. განცხადება ამის შესახებ პარტიის ოფისში ნიკა მელიამ გააკეთა. მისი თქმით, უწყვეტ პროტესტს აქვს შედეგი და „ქართულ ოცნებაზე“ ძლიერდება საერთაშორისო წნეხი.