საკანონმდებლო ორგანოს წევრების მხრიდან დღეს შეფასებების თემაა 9 აპრილს „ნაციონალური მოძაობის“ მიერ დაანონსებული აქცია.
ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ აქცია სხვა ოპოზიციურ პარტიებთანაც უნდა იყოს შეთანხმებული და ერთობლივად ჩატარდეს, რათა ხელისუფლებას აჩვენონ ხალხის რეალური ძალა. პარტია მოქალაქეების თავმჯდომარის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის თქმით 7-8 მარტის აქციაზე ახალგაზრდები გამოვიდნენ ევროპული მომავლისთვის და არა რომელიმე პარტიის მხარდასაჭერად. პარტია „ქართული ოცნების“ წევრების შეფასებით, „ნაციონალური მოძრობა“ ცდილობს ახალგაზრდების პროტესტი თავის სასარგებლოდ გამოიყენოს.