„ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტთან აქციით ხვდებიან

სირცხვილის დერეფანი „ნაციონალური მოძრაობისთვის“. საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელთან ახალგაზრდების ჯგუფი იმყოფება, ისინი შვიდი თვის მანძილზე ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პარტიის წევრებს ელოდებიან. როგორც ცნობილია, „ნაციონალური მოძრობა“ დღეიდან საპარლამენტო საქმიანობას იწყებს.