„ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო საქმიანობას იწყებს

12:14, 08.06.2021

„ნაციონალური მოძრაობა“ შვიდთვიან ბოიკოტს ასრულებს და დღეიდან საპარლამენტო საქმიანობას იწყებს. პოლიტიკური ძალის მიერ შექმნილ 32-წევრიან საპარლამენტო ფრაქციას ხატია დეკანოიძე უხელმძღვანელებს. ოპოზიციისა და საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებების მიუხედავად, „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება არ შეცვლილა – პარტია შარლ მიშელის შეთანხმებას ხელს არ მოაწერს.

მსგავსი