ტელეკომპანია „ობიექტივის“ გადამღებ ჯგუფსა და ერთ-ერთი სასტუმროს მფლობელებს შორის დაპირისპირების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.
სამინისტროს პირველადი ინფორმაციით, ტელეკომპანია „ობიექტივის“ ჟურნალისტი და ოპერატორი დაგეგმილი სიუჟეტისთვის ვიდეომასალას აგროვებდნენ, რისთვისაც ცუცქირიძის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობის გადაღებას ახორციელებდნენ. გადამღებ ჯგუფს იმავე ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ სასტუმროს მფლობელებთან შელაპარაკება მოუვიდათ, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ჟურნალისტებმა მიიღეს სხეულის დაზიანება. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ისინი საავადმყოფოში გადაიყვანა.
საქმეზე გამოძიება ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.