ზამთრის ტურისტული სეზონის წინ, კერძო სექტორის წარმომადგენლებს „პირველი სამედიცინო დახმარების“ ტრენინგი უტარდებათ. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და წითელი ჯვრის ერთობლივი სასწავლო კურსი სამ ქალაქსა და სამ სამთო კურორტზე მიმდინარეობს. თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, მესტიაში, ბაკურიანსა და გუდაურში ტრენინგებს ტურიზმის სფეროს 110 წარმომადგენელი ესწრება. სწავლება როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილს მოიცავს.