თბილისსა და ბაკურიანში ზამთრის ოლიმპიადისთვის ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს.
2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის, მუნიციპალური განვითარების ფონდი დაბა ბაკურიანში ბიატლონისა და თხილამურებით რბოლის მოედანს და 3.5 კმ სიგრძის ტრასას, ხოლო თბილისში ყინულის სასახლეს აშენებს. ბაკურიანში რბოლის ტრასების ხელოვნური გათოვლიანებისთვის ეწყობა წყალმომარაგებისა და ელექტრო სისტემებიც. დასრულების ეტაპზეა თბილისის ყინულის სასახლის კონსტრუქციული ნაწილის მშენებლობა. სამუშაოები ორივე პროექტზე მიმდინარე წლის ბოლოს უნდა დასრულდეს. ჰოკეის, ფიგურული სრიალისა და კერლინგის სპორტის სახეობებზე გათვლილი თბილისის ყინულის სასახლე 700-მდე მაყურებელს დაიტევს.