პირველი არხის მეგა-პროექტის მონაწილეები ხვალ ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის სცენაზე ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად წარდგებიან და ირაკლი ჩარკვიანის სიმღერებს შეასრულებენ.
მაყურებელთა ხმების მიხედვით, პროექტს ხვალ რვა კონკურსანტიდან ერთ-ერთი გამოეთიშება.
ფავორიტებისთვის ხმის მიცემა მთელი კვირის განმავლობაშია შესაძლებელი.