სოლიკო ვირსალაძე - 110

სუხიშვილები 22 დეკემბრისთვის ემზადებიან.

„ნაციონალური ბალეტი“ სოლიკო ვირსალაძის დაბადებიდან 110 წლის იუბილეს ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის სცენაზე აღნიშნავს. საღამოსთვის მემორიალური პროგრამა მზადდება, სადაც მხოლოდ ძველი, კლასიკური ნომრები იქნება წარმოდგენილი, ანუ კომპოზიციები, რისთვისაც უნიკალური კოსტიუმები წლების წინ სწორედ ცნობილმა მხატვარმა შექმნა.