მზადება საპროტესტო აქციისთვის

აქცია, რომლის სახელწოდებაა „ნუ მომკლავ“, რუსთაველის გამზირზე ერთ საათში უნდა დაიწყოს.

პარლამენტის წინ აპარატურისა და სცენის მონტაჟი თითქმის დასრულებულია.

დედაქალაქის მთავარ გამზირზე, ზაზა სარალიძესთან ერთად იქნება დღეს მალხაზ მაჩალიკაშვილიც.

აქციის ორგანიზატორი ოპოზიციური პარტიების -„ნაციონალური მოძრაობის“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის, „სახელმწიფო ხალხისათვის“, „ახალი საქართველოსა“ და „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერები მხარდამჭერების მობილიზებას გეგმავენ.