მზადება საპროტესტო აქციისთვის

გამოძიებების ფონზე ძალაში რჩება 10 ივნისს დაანონსებული აქცია.

კონსულტაციების შემდეგ გადაწყდა, რომ პარლამენტთან დაგეგმილი საპროტესტო გამოსვლის ორგანიზატორი „ლეიბორისტული პარტია“ იქნება.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის ყველა მონაწილის დაკავების მოთხოვნით, საკანონმდებლო ორგანოსთან კიდევ 10-მდე ოპოზიციური პარტია გეგმავს მისვლას.

აქციის მზადებაში აქტიურად არის ჩართული შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი ზვიად კუპრავაც.