მზადება საპრეზიდენტო არჩევნებისთვის

ორი დღე რჩება თურქეთის ისტორიულ არჩევნებამდე.

24 ივნისს ქვეყანა ახალ პრეზიდენტს და ახალ პარლამენტს აირჩევს. ვადამდელ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტობის ექვსი კანდიდატი და 10 პარტია მონაწილეობს. წინასაარჩევნო კამპანია მწვავე ეკონომიკურ პრობლემებს დაემთხვა – ამიტომ კანდიდატების პროგრამების და გამოსვლების მთავარი თემა სწორედ ეკონომიკა და სავალუტო კრიზისი, საგარეო პოლიტიკის მიმართულებით კი ღაზას კონფლიქტი და სირიაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციაა.

როგორია წინასაარჩევნო განწყობები – გივი ბარამიძისა და ოთარ ჯორჯიაშვილის რეპორტაჟი სტამბოლიდან.