რთველისთვის მზადება დაიწყო. სახელმწიფო მევენახეებს ყურძნის ფასის სუბსიდირებას წელსაც ჰპირდება. სუბსიდირების სანაცვლოდ, ქარხნებმა რქაწითელი მინიმუმ ერთ ლარად უნდა ჩაიბარონ. 20 აგვისტოდან ამოქმედდება შტაბი, რომელმაც რთველის ორგანიზებულად წარმართვა უნდა უზრუნველყოს. ადგილობრივები წლევანდელი მოსავლით და ყურძნის ხარისხით კმაყოფილები არიან.