ქვეყნაში დაწესებული შეზღუდვების ნაწილის მოხსნამდე ორი დღე რჩება – სატრანსპორტო კომპანიები და ბაზრობები ორშაბათიდან მუშაობის განახლებისთვის აქტიურად ემზადებიან. ამის პარალელურად, დღეს საპროტესტო აქცია გამართეს იმ ბიზნესის წარმომადგენლებმა, რომელთაც რეგულაციების მოხსნა ჯერჯერობით არ ეხებათ.
ბოლო პერიოდია, სტაბილურია ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომაროება. გასული დღე-ღამის განმავლობაში, 18 ათასზე მეტი ჩატარებული ტესტის ფონზე, 602 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, დაიღუპა 11 ადამიანი. მიუხედავდ იმისა, რომ დადებითობის მაჩვენებელი ოთხ პროცენტს არ სცდება, ეპიდემიოლოგები განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენის აუცილებლობაზე საუბრობენ და მოქალაქეებს რეკომენდაციების მკაცრად დაცვისკენ მოუწოდებენ.
თათია ტაბეშაძე განავრცობს თემას.