აქციაზე მმართველი გუნდი მხარდამჭერებს რეგიონებიდანაც ელოდება. ზუგდიდში მოქალაქეებმა შეკრება 07:00 საათზე დაიწყეს და თბილისისკენ გამოემართნენ.
მმართველი გუნდის წევრების განცხადებით, მათი რიცხვი, სავარაუდოდ, 10 000-მდე იქნება. აქციას მხარდამჭერები ფოთიდანაც უერთდებიან. ათასამდე ადამიანი დედაქალაქისკენ უკვე გამოემგზავრა.