მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობაზე საუბრობს. მიზეზი ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციაა, რომლის მიხედვით სალომე ზურაბიშვილს აშშ-ში ოფიციალურ ვიზიტზე უარი უთხრეს. თუმცა მითითებული მედიასაშუალება წყაროს არ ასახელებს. საგარეო უწყება და პრეზიდენტის ადმინისტრაცია ფაქტს კატეგორიულად უარყოფს და განმარტავს, რომ ვიზიტის დაგეგმვა მხოლოდ ახლა დაიწყო. ანალოგიურია ამერიკის საელჩოს პოზიციაც.