სამხრეთ კორეის ქალაქი პიონგჩანგი წლის მთავარი სპორტული მოვლენის მასპინძლობისთვის ემზადება.
ზამთრის 23-ე ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე 13 დღე რჩება. 9-დან 25 თებერვლის ჩათვლით პიონგჩანგში მსოფლიოს 92 ქვეყნის დელეგაცია ჩავა. წლის უმნიშვნელოვანეს სპორტულ შეჯიბრში კი 4 ათასამდე სპორტსმენი ჩაერთვება. მათ შორის იქნება საქართველოს ოლიმპიური ნაკრებიც, რომელიც წელს ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე 4 სპორტსმენით წარდგება.
პირველად ზამთრის ოლიმპიზმის ისტორიაში რუსეთი დროშისა და ჰიმნის გარეშე იასპარეზებს, სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეელი სპორტსმენები კი გულშემატკივართა წინაშე გაერთიანებული ნაკრებით გამოვლენ.