მზადება ოლიმპიადისთვის

სამხრეთ კორეის ქალაქი პიონგჩანგი წლის მთავარი სპორტული მოვლენის მასპინძლობისთვის ემზადება.

ზამთრის 23-ე ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე 13 დღე რჩება.  9-დან 25 თებერვლის ჩათვლით პიონგჩანგში მსოფლიოს  92 ქვეყნის დელეგაცია  ჩავა. წლის უმნიშვნელოვანეს სპორტულ შეჯიბრში კი 4 ათასამდე სპორტსმენი ჩაერთვება. მათ შორის იქნება საქართველოს ოლიმპიური ნაკრებიც, რომელიც წელს ზამთრის ოლიმპიურ  თამაშებზე 4 სპორტსმენით წარდგება.

პირველად ზამთრის ოლიმპიზმის ისტორიაში რუსეთი დროშისა და ჰიმნის გარეშე იასპარეზებს, სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეელი სპორტსმენები კი გულშემატკივართა წინაშე გაერთიანებული ნაკრებით გამოვლენ.