მზადება ღვინის ფესტივალისთვის

ამერიკის შეერთებული შტატები იმ ქვეყნების სამეულშია, სადაც საქართველოდან ღვინის ექსპორტი ყველაზე მეტად იზრდება. საექსპორტო მაჩვენებლების გაუმჯობესების ფონზე მზარდია ქვეყნის მიმართ ინტერესიც.

საქართველოს აშშ-ის და ევროპის ქვეყნებიდან ღვინის იმპორტიორები, სომელიეები და ბლოგერები სტუმრობენ, რომლებიც სხვადასხვა რეგიონში ღვინის დამზადების ტექნოლოგიებს და ისტორიულ ტრადიციებს ეცნობიან. მათი ვიზიტი ღვინის ფესტივალით დასრულდება, რომელსაც თბილისი ორ დღეში უმასპინძლებს.