მზადება ევროვიზიისთვის 

ევროვიზიის ქართველი კონკურსანტის ვიდეორგოლი თითქმის მზად არის.

ჟანრობრივად მრავალფეროვან სიმღერაზე კლიპს რამდენიმე ადგილზე იღებდნენ – მათ შორის ბათუმში, ასევე ოპერის თეატრში. ტექსტის და მუსიკის ავტორი თავად თორნიკე ყიფიანია.

თორნიკე ყიფიანი როტერდამში ევროვიზიის მეორე ნახევარფინალურ ტურში 20 მაისს იმღერებს. ორივე ნახევარფინალის და ფინალის პირდაპირ ტრანსლაციას ტრადიციულად საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.