დღეს დიდ შაბათს მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს საფლავად დადებას აღნიშნავს – ტაძრების გარშემო დილით ადრე გარდამოხსნის შემოტარების წესი შესრულდა. სასულიერო პირებმა გარდამოხსნა, რომელზეც ჯვრიდან ჩამოხსნილი უფალია გამოსახული, ტაძრებს შემოატარეს. გარდამოხსნის შემოტარება სიმბოლურად მაცხოვრისთვის წესის აგებას და მის საფლავში დადებას განასახიერებს.
მორწმუნეთათვის დღეს სრულდება 47-დღიანი მარხვაც, საღამოს 11:00 საათიდან კი ტაძრებში სააღდგომო ლიტურგია დაიწყება. საქართველოს კათალიკოს პატრიარქი ილია მეორე სააღდგომო ლიტურგიას სიონის ტაძარში დაესწრება.