ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის, „ბაკურიანი 2025“-ის ჩატარების ხელშეწყობის მიზნით, სამთავრობო კომისიის პირველი სხდომა გაიმართა. იმსჯელეს საორგანიზაციო საკითხებზე. ოლიმპიური ფესტივალისთვის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ბიატლონისა და თხილამურებით რბოლის მოედანს და 3.5 კმ სიგრძის ტრასას, ხოლო თბილისში ყინულის სასახლეს აშენებს.
ჰოკეის, ფიგურული სრიალისა და კერლინგის სპორტის სახეობებისთვის განკუთვნილი თბილისის ყინულის სასახლე 700-მდე მაყურებელზეა გათვლილი. პროექტები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 50 მილიონ ლარზე მეტით ფინანსდება.