პოლიტიკური განცხადებები კეთდება არჩევნებში საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფი მოქალაქეების მონაწილეობაზე.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ არჩევნებში ემიგრანტების მონაწილეობა „ქართული ოცნების“ ინტერესებში არ შედის ვინაიდან იციან რომ ეს მოქალაქეები უმეტესად ოპოზიციურად არიან განწყობილები. შესაბამისად მმართველი გუნდი არ ცდილობს მათ მაქსიმალურ ჩართვას ხმის მიცემის პროცესში. „ქართულ ოცნებაში“ ბრალდებას პოლიტიკურ სპეკულაციას უწოდებენ და აცხადებენ, რომ საქართველოს ფარგლებს გარეთ საარჩევნო უბნები იხსნება კანონის სრული დაცვით. ამისთვის კი აუცილებელია მოქალაქე იყოს საკონსულო აღრიცხვაზე. მათივე განცხადებით, საკონსულო აღრიცხვაზე ყოფნა არ არის შეხებაში რაიმე სხვა პროცესთან.