არჩევნების მეორე ტურისთვის მზადება გრძელდება. კოალიციური ოპოზიცია 30 ოქტომბრამდე დარჩენილ დროს საარჩევნო გზავნილების გავრცელებისთვის იყენებს. კოალიციური კაბინეტის წევრებს მიაჩნიათ, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი მეორე ტურში მათი მხარდაჭერაა. ისინი გამარჯვებაში დარწმუნებული არიან.
საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებულია „ქართული ოცნებაც“. მმართველი გუნდი დედაქალაქსა და რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. ისინი ადგილზე ეცნობიან პრობლემებს და იმ პროგრამებს აცნობენ, რომელსაც „ქართული ოცნება“ გამარჯვების შემთხვევაში, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში განახორციელებს. სახელისუფლებო გუნდში ოპონენტების მხრიდან პროვოკაციულ ქმედებებს არ გამორიცხავენ.