სკოლებში სანიტარულ-ჰიგიენური სტანდარტის გაუმჯობესების მიზნით, უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებმა, იმ მექანიზმის შემუშავებაზე იმსჯელეს, რომელიც სკოლებში სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვას და შემდგომ მონიტორინგს, ასევე, სკოლის ექიმის ინსტიტუტის გაძლიერებასა და კვების სტანდარტის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.
მხარეებმა ამ მიმართულებით კონკრეტული სამოქმედო გეგმა განიხილეს.
ჯანდაცვის სამინისტრომ მოსწავლეებისთვის, მშობლებისა და სასწავლო დაწესებულების წარმომადგენლებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა