მზადება ახალი სასწავლო წლისთვის
სკოლებში სანიტარულ-ჰიგიენური სტანდარტის გაუმჯობესების მიზნით, უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებმა, იმ მექანიზმის შემუშავებაზე იმსჯელეს, რომელიც სკოლებში სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვას და შემდგომ მონიტორინგს, ასევე, სკოლის ექიმის ინსტიტუტის გაძლიერებასა და კვების სტანდარტის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.
მხარეებმა ამ მიმართულებით კონკრეტული სამოქმედო გეგმა განიხილეს.