ბაგა-ბაღებში სასწავლო წლის დაწყებას 14 სექტემბერს გეგმავენ. ამის შესახებ განცხადება სააგენტოს ხელმძღვანელმა გააკეთა. კახაბერ გვანცელაძე ამბობს, რომ მიმდინარე ეპიდ-სიტუაციიდან გამომდინარე სასწავლო პროცესის გადადება არ იგეგმება. მისივე თქმით, საჯარო ბაგა-ბაღებში ყველანაირი უსაფრთხოების ნორმები დაცულია. კახაბერ გვანცელაძემ ასევე საჯარო ბაღებში დასაქმებული თანამშრომლების ხელფასებზეც ისაუბრა. მისი განმარტებით, პირველი სექტემბრიდან მომუშავე პერსონალს ხელფასი 10-20 %-მდე გაეზრდება.